ქალი და მამაკაცი ერთმანეთის ცემაშია ბრალდებული - ჩხუბი სახინკლეში

ქალი და მამაკაცი ერთმანეთის ცემაშია ბრალდებული - ჩხუბი სახინკლეში

გორის რაიონული სასამართლოს ორ დარბაზში, ცალ-ცალკე და ერთდროულად, 21 წლის მამაკაცის და 30 წლამდე ქალის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. გორის პროკურატურის მასალების მიხედვით, ორივეს ერთმანეთის ცემაში ედებათ ბრალი. გოგოს და ბიჭის ჩხუბი სახინკლეში, 2014 წლის სექტემბერში მოხდა.

"ისინი სახინკლეში ერთად ქეიფობდნენ. ამ გოგომ უთხრა, ჩემი ზომა არა ხარო და ამაზე მოუვიდათ ჩხუბი", - ამბობს გორის პროკურორი ია მეფარიშვილი.

21 წლის ვაჟს ადვოკატი არ ჰყავს. ის ამბობს, რომ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

"ინციდენტის შემდეგ სახლში მოვიდა პოლიცია და მითხრა, წამოდი, რაღაც გვაქვს ჯარში გასარკვევიო. წამიყვანეს, მატარეს მანქანით დიდი ხანი. ერთ სახლთან გამაჩერეს. ერთ-ერთი პოლიციელი სახლში ავიდა, დიდხანს ველოდეთ, მგონი ისადილა. მერე ჩამოვიდა, ნარკოლოგიურში შემამოწმეს და მარიხუანა ამომიგდეს. მე ის გოგო არ მიცემია, ამ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ვცნობ", - აცხადებს ბრალდებული.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა