86 წლის მოხუცს, რომელმაც წლის განმავლობაში ინსულტი 3-ჯერ გადაიტანა, სოციალური შემწეობა არ მისცეს

86 წლის მოხუცს, რომელმაც წლის განმავლობაში ინსულტი 3-ჯერ გადაიტანა, სოციალური შემწეობა არ მისცეს

ქუთაისში მცხოვრები სვანაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. სოციალურად დაუცველი ინგა სვანაძის თქმით, 86 წლის დედის გადასარჩენად, სახლში არსებული ავეჯი და ტექნიკა გაყიდეს, ოჯახი ლუკმა-პურის გარეშეა დარჩენილი, მაგრამ სოციალურ შემწეობაზე ტელევიზორისა და ნაჩუქარი მაცივარის გამო უარს ეუბნებიან.

მისივე თქმით, დედამისმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინსულტი სამჯერ გადაიტანა.

"მთელი ოჯახი პენსიაზეა დამოკიდებული, ამ პენსიით დედას წამლებს ვყიდულობ და ასევე თვიდან თვემდე თავი გაგვაქვს. სახლში რაც გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ. გაზი და წყალი იმ მიზეზით მაქვს დალუქული, რომ თანხა ვერ გადავიხადე. ქუთაისის მერიას 9 ივნისს ერთჯერადი მატერიალური დახმარების თხოვნით მივმართე, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო. მეზობლების იმედად ვართ დარჩენილი, ისინი გვეხმარებიან ზოგჯერ საჭმელით", - აცხადებს ინგა სვანაძე.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში