ფინანსური პოლიცია ქიბარ ხალვაშის ქონებას ლანჩხუთშიც ეძებს?

ფინანსური პოლიცია ქიბარ ხალვაშის ქონებას ლანჩხუთშიც ეძებს?

ქიბარ ხალვაშისთვის "ნაციონალური მთავრობის" დროს ჩამორთმეული ქონების მცირედი ნაწილი, არაოფიციალური ინფორმაციით, ლანჩხუთშიც მოხვდა. კერძოდ, რამდენიმე წლის წინ "ფორდ-ტრანზიტი" ა(ა)იპ "აგრო-ბიზნეს ცენტს", ხოლო "ივეკოს" სატვირთო ა(ა)იპ "ლანჩხუთი-სერვისს" გადაეცა.

როგორც აღმოჩნდა, მთავრობის შეცვლის შემდეგ ხალვაში ცდილობს შეაგროვოს თავისი ქონება.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გასულ სამშაბათს, ლანჩხუთში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ზემოაღნიშნული ფაქტის შესასწავლად იმყოფებოდნენ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ და ლანჩხუთში გადმომისამართებულ ხალვაშის ქონებასაც ფოტოები გადაუღეს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა