ელექტროენერგიის გათიშვის გამო ბირკიანის სკოლაში სასწავლო პროცესი იშლება

ელექტროენერგიის გათიშვის გამო ბირკიანის სკოლაში სასწავლო პროცესი იშლება

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის სკოლის პედაგოგი მზია ბექაური სკოლაში ელექტროენერგიის ხშირ გათიშვაზე საუბრობს.

"რამდენი თვეა უკვე თითქმის ყოველდღე გვითიშავენ დენს. რაღაც ძალიან გაგვახსენეს ის დასავიწყარი შევარდნაძის პერიოდი, როცა სიბნელეში ვისხედით 24 საათი", - ამბობს კახეთის საინფორმაციო ცენტრთან პედაგოგი.

მისივე თქმით, სკოლაში საკლასო ოთახების ნაწილი ელექტროღუმელით თბება, ელექტროენერგიის ხშირად გათიშვის გამო სასწავლო პროცესი იშლება.

"გაყინული ბავშვები შუა გაკვეთილებიდან მიდიან. მორიგე მასწავლებლები არ ვუშვებთ სახლში, მაგრამ რა უფლებით არ გავუშვებთ, როცა ბავშვი კანკალებს. აცვია პალტო, ქურთუკი, მაგრამ ოთახში, რომელიც არ თბება, შვიდი გაკვეთილის ჩატარება და მოსმენა დღეში, როგორია?" - აღნიშნა მზია ბექაურმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა