სკოლის კარნავალი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

სკოლის კარნავალი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

გორის მესამე საჯარო სკოლაში, 28 დეკემბერს, საახალწლო კარნავალი ინციდენტით დასრულდა. მოზარდებს შორის ატეხილი ჩხუბი დაუპატიჟებელ სტუმრებს ბრალდებათ. გვიან საღამოს, საპატრულო ეკიპაჟის მისვლამდე, ახალგაზრდების გაშველებას ადგილობრივები ცდილობდნენ.

"კარნავალზე შემოვიდნენ ის მოზარდები, რომლებიც ჩვენს სკოლაში არ სწავლობენ. ძალიან არეული სიტუაცია შეიქმნა. ბევრი იძულებული გახდა, რომ ადრე დაეტოვებინა ზეიმი" - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი აცხადებს, რომ ჩხუბი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა და უცხო ადამიანები კარნავალზეც არ ყოფილან.

"უბრალოდ, ცდილობდნენ შემოსვლას და არ შემოვუშვით. გაღიზიანდნენ, როგორც ჩანს და შემდეგ ეზოს გარეთ ატყდა ჩხუბი", - ამბობს ვახტანგ სუხიტაშვილი.

იგივეს ადასტურებს სკოლის ერთ-ერთი თანამშრომელიც: "ისეთი ჩხუბი იყო, შეწუხებული მეზობლებიც კი გამოვიდნენ, მაგრამ ყველაფერი გარეთ მოხდა".

ინციდენტის დროს, საპატრულო ეკიპაჟს არავინ დაუკავებია.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა