მერიის სამსახურის უფროსი ყალბი დიპლომით?

მერიის სამსახურის უფროსი ყალბი დიპლომით?

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერიის სახანძრო/სამაშველო სამსახურის უფროსის, ვარდენ რუსიეშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საქმე ყალბი დიპლომის დამზადებას ეხება.

"რუსიეშვილი ყალბი დიპლომით მუშაობს. ვითომ ფიზკულტურის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, თუმცა ეს ასე არ არის. ამის გამო სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე დღის წინ აღიძრა", - ამბობს "გურია ნიუსთან" გამოცემის წყარო.

ამ ბრალდებას თავად რუსიეშვილი უარყოფს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა