ქუთაისის მერიაში პრემია მხოლოდ მძღოლებმა და დამლაგებლებმა მიიღეს

ქუთაისის მერიაში პრემია მხოლოდ მძღოლებმა და დამლაგებლებმა მიიღეს

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში საახალწლოდ პრემიები მხოლოდ ტექნიკური მიმართულებით დასაქმებული თანამშრომლებისთვის გაიცა. ქალაქის მერის, შოთა მურღულიას გადაწყვეტილებით, პრემიები მძღოლებმა და მერიის ადმინისტრაციული შენობის დამლაგებლებმა მიიღეს.

საახალწლო პრემია ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ 38 თანამშრომელს ერგო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14.420 ლარი გაიცა.

"ვიცი, ეს არ არის ნამდვილად სასიხარულო, რომ წელს პრემია არ გაიცემა. მაგრამ, ვიდრე პრემირების წესი არ დამტკიცდება, მანამდე პრემია არ გაიცემა. პრემია არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც დამსახურების მიხედვით უნდა გაიცეს", - განაცხადა შოთა მურღულიამ.

იხილეთ ვრცლად

kutaisipost.wordpress.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა