ოკაცეს კანიონი - ფოტორეპორტაჟი ბუნების ძეგლიდან

ოკაცეს კანიონი - ფოტორეპორტაჟი ბუნების ძეგლიდან

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორდის მიდამოებში, მდინარე ოკაცეს ხეობაში კანიონი მდებარეობს, რომელიც ბუნების ძეგლია. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე - ზოგან 3-6, ზოგან 15-20 მეტრი, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს.

კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის, ოსხაპოს სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია "ბოგა". კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც კარსტული წყლები გამოედინება.

2 კილომეტრზე გადაჭიმული კანიონი ჯერჯერობით შეუსწავლელია.

ულამაზესი კანიონიდან ფოტორეპორტაჟს "ქუთაისი თუდეი" ავრცელებს.

წყარო: kutaisitoday.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა