ბაისუბნის სკოლაში მოსწავლეები სიცივის გამო გაკვეთილებს ვერ ესწრებიან

ბაისუბნის სკოლაში მოსწავლეები სიცივის გამო გაკვეთილებს ვერ ესწრებიან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეები სიცივის გამო გაკვეთილებს ვერ ესწრებიან. საკლასო ოთახების ფანჯრებს მინები არ აქვს და ხის ფანერებია აკრული, რის გამოც ცივა და ისინი, ვინც სკოლას არ აცდენენ, გაკვეთილებზე ქურთუკებით და ქუდებით სხედან. სკოლაში 227 ბავშვი სწავლობს.

დამტვრეული ფანჯრები ბაისუბნის სკოლის ერთადერთი პრობლემა არ არის. სკოლის სპორტული დარბაზი ამორტიზებულია და აღარ ფუნქციონირებს.

სკოლის დირექტორის ზაზა მუმლაძის თქმით, არსებული პრობლემების შესახებ განათლების სამინისტრო ბოლო 3 წელია საქმის კურსშია, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა