ქუთაისის მერიის თანამშრომლები ქორწილებში მერიის ავტომანქანებით ვეღარ წავლენ

ქუთაისის მერიის თანამშრომლები ქორწილებში მერიის ავტომანქანებით ვეღარ წავლენ

ქუთაისის მერიის თანამშრომლები ქორწილებში მერიის ავტომანქანებით ვეღარ წავლენ. ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც მერიის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებები დაამტკიცეს.

"პრესტიჟული მანქანები იყო და შეიძლება დადიოდნენ კიდეც, მაგრამ ახლა იქნება პატარა ავტომობილები და ექნებათ მერიის ლოგო", - განაცხადა შოთა მურღულიამ.

როგორც ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, სხდომაზე დამტკიცებული ცვლილებები ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კიდევ ერთი მაგალითია.

"ჩვენ ეს მანქანები უნდა ჩავაბაროთ და შევიძინოთ გაცილებით იაფფასიანი მანქანები, თან ამდენიც არ გვჭირდება. საჭიროა 15 ავტომანქანა, რომლებსაც ექნება სამწლიანი გარანტია, ანუ მათზე სამი წლის განმავლობაში თანხა არ დაიხარჯება", - განაცხადა შოთა მურღულიამ.

იხილეთ ვრცლად

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა