ბათუმში 80 ქალი შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს

ბათუმში 80 ქალი შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ სამკერვალო ფაბრიკაში, სადაც 580 მკერავი ქალია დასაქმებული, 80 ქალი შესაძლოა, სამუშაოს გარეშე დარჩეს. ქალები, რომლებიც მამაკაცის პერანგების განყოფილებაში არიან დასაქმებული, მარტის ბოლოდან დაკვეთებს ვეღარ მიიღებენ.

სამკერვალო ფაბრიკა რომელიც შპს "ბათუმიტექსს" ეკუთვნის, "მარკ სპენსერის" და სხვა ფირმების მამაკაცის პერანგებს ორი წელია კერავს. როგორც ფაბრიკის პროფკავშირების თავმჯდომარე ჩიტო ანთაძე "ბათუმელებთან" საუბარში აცხადებს, დამკვეთს პერანგების განყოფილება სხვა ქვეყანაში გადააქვს.

"მამაკაცის პერანგები ამ ფაბრიკაში უკვე მეორე წელია იკერება. ინჟინერი ვარ და მკერავები მე თვითონ გადავამზადე, ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს და დამკვეთიც კმაყოფილი იყო ნამუშევრით, თუმცა ეს განყოფილება ორი წლის წინ ბულგარეთიდან გადმოიტანეს და როგორც ჩანს, ახლაც იქ უნდათ გადატანა", - აცხადებს ჩიტო ანთაძე.

იხილეთ ვრცლად

batumelebi.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა