ქუთაისში უპატრონოდ დარჩენილ საფლავებზე პასკებს მერიის თანამშრომლები მიიტანენ

ქუთაისში უპატრონოდ დარჩენილ საფლავებზე პასკებს მერიის თანამშრომლები მიიტანენ

აღდგომის დღესასწაულზე, პატრონის გარეშე დარჩენილ საფლავებზე, ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს "ქართული ტრადიციები 2011" სანთლების ანთებას, წითელი კვერცხის და პასკის მიტანას გეგმავს.

როგორც "ქართული ტრადიციების" ხელმძღვანელი გოჩა მარგველაშვილი აღნიშნავს, ქალაქის მასშტაბით არსებულ 13 მუნიციპალურ სასაფლაოზე, დაახლოებით 300 მსგავსი საფლავია. რომელთაც  "ქართული ტრადიციების" თანამშრომლები მოინახულებენ და სანთელს აანთებენ. აღნიშნული აქცისათვის კომპანიამ 130 ლარი გამოყო.

"მერის ინიციატივით, აღდგომის დღესასწაულზე ამ საფლავებზე მივლენ ჩვენი თანამშრომლები, სანთლებს აანთებენ, წითელ კვერცხს და პასკებს მიიტანენ. ამისთვის 130 ლარი გამოიყო, აქედან სამი ლარის სანთლებს შევიძენთ, 85 ლარი კვერცხებისთვის არის გამოყოფილი, პასკებს კი ჩვენი გოგონები გამოაცხობენ", - აღნიშნავს გოჩა მარგველაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა