ადიგენში ავარიას 28 წლის გოგონა ემსხვერპლა, 5 წლის ბავშვი კი დაშავდა

ადიგენში ავარიას 28 წლის გოგონა ემსხვერპლა, 5 წლის ბავშვი კი დაშავდა

ადიგენში, სოფელ ფარეხის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის გოგონა ემსხვერპლა, 5 წლის ბავშვი კი დაშავდა.

"ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა მანქანის გზაზე შემხვედრ პირუტყვისგან აცილება სცადა, ამ დროს მოსრიალდა და ხეებს შეეჯახა.

შემთხვევის დროს ავტომობილში სამი მგზავრი იმყოფებოდა, მძღოლი, მისი 5 წლის შვილი და მეგობრის მეუღლე, 28 წლის გოგონა. გოგონა და მძღოლის შვილი უკანა სავარძელზე ისხდნენ, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. 5 წლის მოზარდს კი თავის ქალის ტრამვა აქვს მიღებული. მას გამოკვლევები

კლინიკა "იმედში" ჩაუტარდა. ექიმები ბავშვის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა კატარსტროფის მედიცინის ცენტრს ელოდებიან და ბავშვი თბილისში უნდა გადაიყვანონ.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა