25 წლის წინ გატაცებული და გაუპატიურებული ქალი თავის დაწვით იმუქრება

25 წლის წინ გატაცებული და გაუპატიურებული ქალი თავის დაწვით იმუქრება

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მოქალაქე ირინა ჯიმშელეიშვილმა წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქალბატონი 25 წლის წინ, 15 წლის ასაკში გაიტაცეს და გააუპატიურეს. ჯიმშელეიშვილის თქმით, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ უშედეგოდ ცდილობს სამართლიანობის აღდგენასა და მამაკაცის დასჯას, რომლის ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

"15 წლის ვიყავი, როდესაც ქუჩაში თავს დამესხა გოჩა ცნობილაძე სამ პიროვნებასთან ერთად. გამიტაცეს, მცემეს და გამაუპატიურეს. უცხო ადამიანები მერვე კლასის მოსწავლეს დამესხნენ თავს და 25 წელია საქმეზე ვითხოვ გამოძიებას. ასევე, ვითხოვ საქმეზე პროკურორ გიორგი ცხოვრებაძის აცილებას", - აცხადებს ქალბატონი.

ჯიმშელეიშვილის თქმით, მისთვის უცნობ მამაკაცთან ის 6 დღის განმავლობაში, წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მამაკაცმა ის მშობლების სახლში დააბრუნა და თავად გაუჩინარდა. იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმის გამოძიება არ მოხდება, ქალბატონი თავის დაწვით იმუქრება.

"ყველას მივწერე წერილები, ირაკლი ღარიბაშვილს, პროკურატურას. დღემდე არ არის საქმე გამოძიებული. 10 დღის ვადაში თუ ყურადღება არავინ მომაქცია, აქ, პარლამენტის შენობასთან მოვალ, გადავისხამ ბენზინს და დავიწვავ თავს," - აცხადებს ჯიმშელეიშვილი.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა