ქუთაისში რუს ბაიკერებს "ქართული ოცნების" წევრმა უმასპინძლა

ქუთაისში რუს ბაიკერებს "ქართული ოცნების" წევრმა უმასპინძლა

ქუთაისში რუს ბაიკერებს ქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა მღვდელაძემ უმასპინძლა. ამის შესახებ ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა  topnews.com.ge იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღნიშვნას საქართველოში სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. ქართული საზოგადოების ნაწილი რუსი ბაიკერების საქართველოში გამოჩენამ გააღიზიანა, ბევრად მცირე ნაწილი და "ევრაზიის ინსტიტუტი" კი, პირიქით, მიესალმა რუსების დემონსტრაციულ ნაბიჯს.

ცნობისთვის, რუსი ბაიკერები პოლონეთმა და გერმანიამ საკუთარ ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა