გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 6 თვეა შეწყვეტილია

 გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 6 თვეა შეწყვეტილია

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ექვსი თვეა შეწყვეტილია. თავდაცვის სამინისტრომ სახლის მშენებლობა გიორგი ანწუხელიძის დედის გარდაცვალების შემდეგ შეწყვიტა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ სახლის მშენებლობის საკითხით დაინტერესდებოდა, მაგრამ მშენებლობა არ განახლდა.

სახლის შეკეთებას ეროვნული გმირის დედა ლილი ანწუხელიძე რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა. სახლი სიძველისგან და სტიქიისგან იყო დაზიანებული. სამინისტრომ ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაშალა და ახალი, ერთსართულიანი სახლის მშენებლობა გადაწყვიტა.

"ლილიმ სთხოვა, ძალიან რომ არ იწვალოთ, ჩემი რძალი სადაც ცხოვრობს შვილიშვილებთან ერთად, იმ სახლს მიადგით ერთი ოთახი და იქ ვიცხოვრებო. უთხრეს, მაგ სახლს ვერაფერს მოვადგამთ იმიტომ, რომ მიშას (სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში) აშენებულიაო. დაიწყეს ახალი სახლის მშენებლობა. 18 ნოემბერს, ლილი რომ დაიღუპა, რამდენიმე დღე გააგრძელეს და მერე თავი დაანებეს. სანამ ალასანია იყო თავდაცვის მინისტრი, მშენებლობა უპრობლემოდ გრძელდებოდა. მერე ყურადღებას აღარავინ გვაქცევდა და დღემდე შეწყვეტილია მშენებლობა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი ანწუხელიძის მამიდამ ეთერ ანწუხელიძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა მარი როსტიაშვილმა განუცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებაზე ეროვნული გმირის ოჯახის წევრებს შეხვდა და უახლოეს დღეებში შეხვედრა დაიგეგმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა