საგზაო მოძრაობის წესებს დაუმორჩილებელი სამთავრობო მანქანები?!

საგზაო მოძრაობის წესებს დაუმორჩილებელი სამთავრობო მანქანები?!

25 მაისს, ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ზურაბ სადათიერაშვილმა ქალაქის მერს, გიორგი კოპაძეს მაგიდაზე ფურცელზე ამობეჭდილი ფოტო დაუდო. ფოტოზე ასახულია სამი ჯიპი, რომლებიც დღის საათებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით დგას, იქვე ახლოს ჩანან ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ, ამ ავტომობილებიდან არიან გადმოსული და საუბრობენ.

"კი ვნახე და შენ რა გგონია, არ არის ამის შესახებ საქმის კურსში ჩაყენებული, ვინც საჭიროა?! შენ ეს სურათი საიდან მოიპოვე?", - ჰკითხა მერმა დეპუტატს.

ზურაბ სადათიერაშვილმა კი უპასუხა, რომ ფოტო 18 მაისს თავად გადაიღო. "ხოდა, სხვებმაც გადაიღეს და წასულია ეგ, სადაც საჭიროა", - განაცხადა ქალაქის მერმა.

ფოტოს ავტორი, ზურაბ სადათიერაშვილი ვერ აკონკრეტებს, ვის ეკუთვნოდა აღნიშნული მანქანები. მისი ვარაუდით, ავტომობილებით ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იყვნენ და ისინი პატრულს არ დაუჯარიმებია.

"ადმინისტრაციული შენობის წინ, ხალხმრავალ ადგილას, ავტომობილების სავალ ნაწილზე სამი ჯიპი იყო გაჩერებული. კერძო პირები ნამდვილად არ იყვნენ, რადგან პატრული მოძრაობდა და დააჯარიმებდა. პირებს, რომლებიც მანქანების გარშემო ტრიალებდნენ, იარაღი ჰქონდათ თან", - აცხადებს სადათიერაშვილი.

გიორგი კოპაძე ფოტოზე ასახულ ფაქტზე პასუხისმგებლობას იმ მოტივით იხსნის, რომ ქალაქში მოძრაობის წესებს მერია არ არეგულირებს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა