გიორგი ანწუხელიძის დედის სამძიმარზე ჩასული ჩინოვნიკები ბიუჯეტის ხარჯზე აქეიფეს

გიორგი ანწუხელიძის დედის სამძიმარზე ჩასული ჩინოვნიკები ბიუჯეტის ხარჯზე აქეიფეს

1025 ლარი - საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საქეიფოდ რესტორანში; 350 ლარი - გიორგი ანწუხელიძის დედის სამძიმარზე ჩამოსული სტუმრებისთვის სარესტორნე მომსახურება; 978 ლარი - "ილიას ტბაზე" სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთა გამასპინძლება; 508 ლარი - ყვარლის და ხონის დაძმობილებასთან დაკავშირებული სარესტორნე ხარჯები - ეს კახეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან სარესტორნე მომსახურებაზე გაწეული ხარჯების არასრული ჩამონათვალია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2015 წლის 3 აპრილს წერილობით მიმართა კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2013 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით, სარესტორნე და სასტუმრო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების, დროის, დანიშნულების და შესყიდვის ფორმის თაობაზე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა საჯარო ინფორმაცია მხოლოდ ახმეტის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობებიდან და ქალაქ თელავის მერიიდან მიიღო.

გურჯაანის გამგეობამ არასრულყოფილი საჯარო ინფორმაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების უხეში დარღვევით, თვენახევრის შემდეგ მოგვაწოდა, ყვარლის გამგეობამ კი ორი თვის შემდეგ.

საჯარო ინფორმაცია საერთოდ ვერ მიიღო გამოცემამ თელავის თემის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან. კახეთის საინფორმაციო ცენტრი მათ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოწოდებული დოკუმენტი არ იძლევა ინფორმაციას, შესყიდვის რომელი ფორმა გამოიყენა გამგეობამ აღნიშნული მომსახურებების შესაძენად. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში არ არის მოცემული, ვის, რატომ უმასპინძლეს რესტორნებში და არც "სტუმრების" ვიზიტის დანიშნულებაა მითითებული.

2013 წლის 18 იანვრიდან 2015 წლის 1 აპრილის ჩათვლით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარესტორნე და სასტუმრო მომსახურებაზე 74 572 ლარი დახარჯა. 2013 წელს სარესტორნე და სასტუმრო მომსახურებაზე დაახლოებით 44 ათასი ლარია დახარჯული, 2014 წელს - 22 ათასი ლარი, ხოლო 2015 წელს, სამი თვის განმავლობაში - 8 ათასი ლარი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა