ქუთაისის მერიამ ავტობუსი ქუთაისის მერის ცოლს ათხოვა

ქუთაისის მერიამ ავტობუსი ქუთაისის მერის ცოლს ათხოვა

ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ექსკურსიისთვის "ტორპედოს" კუთვნილი ავტობუსი გამოიყენა. სკოლის ექსკურსიის მარშრუტი იყო: მარტვილის მონასტერი, სალხინო-დადიანების საზაფხულო რეზიდენცია და მარტვილის კანიონი.

სკოლის მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალიც წავიდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქის მერის, შოთა მურღულიას ცოლი თეონა შეყილაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის იურისტია. ხოლო ქუთაისის მერი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამავე დაწესებულებაში ლექციებს კითხულობენ.

იხილეთ ვრცლად

kutaisitoday.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა