ვაზისუბანში გველმა 12 წლის ბავშვი დაკბინა

ვაზისუბანში გველმა 12 წლის ბავშვი დაკბინა

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, გველმა 12 წლის ბავშვი დაკბინა. როგორც სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი მღებრიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, იმის გამო, რომ "ჯეოჰოსპიტალსის" გურჯაანის სამედიცინო ცენტრში ანტირაბიული ვაქცინა არ ჰქონდათ, ბავშვი თბილისში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

"ბავშვს გველმა იმ დროს უკბინა, როცა საცხოვრებელი სახლის ეზოში თამაშობდა. პაციენტი გურჯაანის საავადმყოფოში გადმოიყვანეს, სადაც როგორც გავიგეთ, შესაბამისი ვაქცინა არ ჰქონდათ. ამიტომ, თბილისში გადაიყვანეს", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

"ჯეოჰოსპიტალსის" გურჯაანის სამედიცინო ცენტრში კომენტარი არ გააკეთეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა