სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა

სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შემთხვევა გუშინ მოხდა. სკოლას ხანძარი გამთენიისას გაუჩნდა, იმ დროისთვის შენობაში არავინ იმყოფებოდა. ხანძრის ლიკვიდაციაზე ადიგენისა და ახალციხის სახანძრო სამსახურები დილამდე მუშაობდნენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლის შორენა ჭიტაძე-ლობჯანიძის განმარტებით, მთლიანადაა განადგურებული სკოლის შენობა და ინვენტარი. ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ღორთუბნის სკოლა საბაზო საფეხურისაა. სკოლაში 37 მოსწავლე და 12 პედაგოგია.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა