დატბორილი სახლები, ჩაკეტილი ცენტრალური გზა და ნიაღვარი ქუჩაში - სტიქია აწყურში

დატბორილი სახლები, ჩაკეტილი ცენტრალური გზა და ნიაღვარი ქუჩაში - სტიქია აწყურში

11 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, ახალციხის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად აზარალა. ახალციხის რაიონში 8 სოფელი დაისეტყვა. მთებიდან ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა აწყურში ცენტრალური მაგისტრალი ჩახერგა და მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხდა. ახალციხისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში, ნიაღვარი ქუჩებში მოდიოდა.

გზის ჩაკეტვის გარდა, აწყურში საცხოვრებელი სახლებიც დაიტბორა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც დაზიანდა აწყურსა და ახალციხის კიდევ 7 სოფელში.

წყარო: sknews.ge

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა