ოჯახი საკვებს და დასაქმებას ითხოვს - აქცია გამგეობასთან

ოჯახი საკვებს და დასაქმებას ითხოვს - აქცია გამგეობასთან

ლაგოდეხის გამგეობის შენობის წინ, სოფელ ცოდნისკარში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა გიორგი ჭანყოშვილმა, მეუღლესთან და 1 წლის შვილთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა.

ჭანყოშვილი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დასაქმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს.

ჭანყოშვილის განცხადებით, ოჯახმა საცხოვრებელი სახლი საბანკო სესხის გამო დაკარგა და ახლა ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ. ის მცირეწლოვანი შვილისა და ფეხმძიმე მეუღლის გამოკვებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს.

გიორგი ჭანყოშვილს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვს. "ქალაქის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, რამაზ მანაგაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მასზე და ”ქართული ოცნების” სხვა მხარდამჭერებზე ზეწოლას ახდენდა", - განაცხადა ჭანყოშვილმა.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა