"მძღოლებს ეს წყალი არხის წყალი ჰგონიათ" - გორში კანალიზაცია ქუჩაზე მოედინება და სახლებში შედის

"მძღოლებს ეს წყალი არხის წყალი ჰგონიათ" - გორში კანალიზაცია ქუჩაზე მოედინება და სახლებში შედის

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, გორიჯვრის ქუჩაზე, კანალიზაცია ქუჩაზე მიედინება და საცხოვრებელ სახლებში შედის. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, წელიწადია ძველი საკანალიზაციო ჭები არ გაწმენდილა. ისინი კანალიზაციის გაწმენდას და ქსელის მოწესრიგებას ითხოვენ.

"მძღოლებს ეს წყალი არხის წყალი ჰგონიათ, ფეხით მოსიარულეები კი, ამ წყალში, ხშირად, ფეხსაცმელს ისუფთავებენ, იმათაც არხის წყალი ჰგონიათ", - აცხადებენ ადგილობრივები.

მოგვიანებით ადგილზე ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და სისტემის გაწმენდა გადაწყვიტეს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა