"რუსთავი -2"-ს ვთხოვთ, აუხსნას მოტყუებულ მოსახლეობას, რატომ არ ჩატარდა კონცერტი" - ქუთაისის მერიის პასუხი ტელეკომპანიას

"რუსთავი -2"-ს ვთხოვთ, აუხსნას მოტყუებულ მოსახლეობას, რატომ არ ჩატარდა კონცერტი" - ქუთაისის მერიის პასუხი ტელეკომპანიას

"რუსთავი2"-მა ალტერნატიულ ადგილზე კონცერტი არ ჩაატარა", - აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიაში აცხადებენ. ქალაქის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ცენტრალური მოედნის ნაცვლად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს კონცერტის ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილი შესთავაზა, თუმცა ტელევიზიამ აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

"განვმარტავთ, რომ ,,რუსთავი 2"-მა მოითხოვა კონცერტის ჩატარება ცენტრალურ მოედანზე, რაც გამოიწვევდა ძირითადი სატრანსპორტო კვანძის გადაკეტვას, მაშინ როცა ცენტრალური მოედნის დამაკავშირებელ 2 მთავარ ქუჩაზე მაშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს (გვარდება ქუთაისის წყალმომარაგების პრობლემა). აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, მათ შორის სამუშაოების წარმოების დოკუმენტაცია და ცენტრალური მოედნის დამაკავშირებელი ქუჩების სიტუაციური რუკა.

სამწუხაროდ რუსთავი 2-მა ეს ინფორმაცია ბოლომდე არ გაავრცელა. მათი გენერალური დირექტორის მიერ 2015 წლის 17 ივლისს, 9 საათიან კურიერში გაკეთდა ქალაქის ხელმძღვანელობის მიმართ არაკორექტული განცხადება, ასევე აღინიშნა, რომ ერთი კვირის თავზე კონცერტი გაიმართებოდა ქალაქ ქუთაისში ბალახვანის მოედანზე. აღნიშნულ ადგილზე კონცერტის ჩატარების წინააღმდეგი ქალაქის მერია არ ყოფილა. ბალახვანის მოედანზე "რუსთავი 2" -ის მიერ კონცერტი არ ჩატარდა და კონცერტზე მისულ ადამიანებს "რუსთავი2" არ დახვდა. შესაბამისად, მოტყუებული დარჩა ქალაქის მოსახლეობა. "რუსთავი 2"-ს ვთხოვთ, აუხსნას ქუთაისის მოტყუებულ მოსახლეობას, თუ რატომ არ ჩატარდა 24-25 ივლისს კონცერტი ქუთაისში, რათა აღნიშნული აღარ გახდეს სპეკულირების საბაბი," - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა