გლეხები მოსავალს ვერ ყიდიან - გუბერნატორი კი წარმატებებზე საუბრობს

გლეხები მოსავალს ვერ ყიდიან - გუბერნატორი კი წარმატებებზე საუბრობს

უხვმოსავლიანობის ფონზე წელს კახეთში საზამთროს რეალიზაცია შემცირებულია. ფერმერების თქმით, უხვმა მოსავალმა საზამთროს საბითუმო ფასზე გავლენა იქონია და 1 კგ ამ ხილის ფასი 10-დან 15 თეთრის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ნესვს, 1 კგ. ნესვის ღირებულება მაქსიმუმ 50 თეთრია.

ადგილობრივების განცხადებით, ტონობით საზამთრო დაუკრეფავი ფუჭდება. ფერმერები უკმაყოფილო არიან ატმის ფასითაც. მათი ინფორმაციით, წელს შხამქიმიკატები შარშანდელთან შედარებით ძვირი ღირდა, ამიტომ ნაწილმა მოგება ვერ მიიღო.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის თქმით კი, "წელს კახელი გლეხის შრომა ისეა დაფასებული, როგორც არასდროს". "მაგალითად, ყველა მეზობელ ქვეყანასთან გაიხსნა საზღვრები და გამარტივდა პროდუქციის გატანა უცხოურ ბაზრებზე", - განუცხადა რადიო "ჰერეთს" ირაკლი შიოლაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა