"არც ერთი ფეხი არ მაქვს, არც დახმარება, მშიერი ვარ"

"არც ერთი ფეხი არ მაქვს, არც დახმარება, მშიერი ვარ"

42 წლის ოლეგ სლივიორსტოვი ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 2015 წლის თებერვალში, მწყემსად მუშაობისას მას ფეხები მოეყინა, მდგომარეობა გაურთულდა და ორივე ფეხი მოკვეთეს. ოლეგს არც შშმ პირის სტატუსი აქვს, არც პენსია, არც სოციალური დახმარება, არც ბუნებრივი აირი და არც ელექტროენერგია.

"ჩემს თავს თვითონ ვუვლი, პატრონი არავინ მყავს. მეზობლები ხან პომიდორს მაწვდიან, ხან პურს, მაგრამ როდემდე? მაღაზიიდან სიგარეტი და პური ნისიად მომქონდა, ახლა უკვე იქაც მეუბნებიან, ვალზე არაფერს აღარ მოგცემთო. გამგეობაში განცხადება მქონდა შეტანილი და 100 ლარი მომცეს. სხვა არაფრით დამეხმარნენ. პენსია და დახმარება რომ მიიღო, რაიონში საბუთები უნდა გააკეთოო, 130 ლარი გჭირდებაო. მე არც ფული მაქვს და არც რაიონში წასვლა შემიძლია. მხოლოდ ეს ეტლი მაქვს, ამით კი ეზოში გასვლას და წყლის მოტანას ვახერხებ", - ამბობს ოლეგ სლივიორსტოვი.

იხილეთ ვიდეო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა