"დახმარება შეგვიწყვიტეს, ბავშვი სკოლაშიც კი ვერ მიმყავს"

"დახმარება შეგვიწყვიტეს, ბავშვი სკოლაშიც კი ვერ მიმყავს"

ხათუნა შაკიაშვილი მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში ქირით ცხოვრობს. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია. ამის მიუხედავად, სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.

"დიდი ხანია ქირით ვცხოვრობ. აქ ისეთი სიტუაციაა, შეიძლება დღეს ან ხვალ მითხრან წადიო. საცხოვრებელიც აღარ მექნება და სად უნდა ვიცხოვროთ არ ვიცი. ჩემი მეუღლე კვირაში 20 ლარს თუ იშოვის, მხოლოდ ეგ არის ჩვენი შემოსავალი" - ამბობს ხათუნა შაკიაშვილი.

ხათუნას სასკოლო ასაკის ბავშვი ჰყავს, მაგრამ გოგონა სკოლაში ვერ მიჰყავს. ბავშვს სასკოლოდ არც ფეხსაცმელი აქვს, არც ტანსაცმელი და არც სხვა აუცულებელი ნივთები.

"დახმარება შეგვიწყვიტეს, ბავშვი სკოლაშიც კი ვერ მიმყავს. ასოები და კითხვა იცის, მაგრამ არც ჩასაცმელი, არც ფეხსაცმელი და არც რვეულები არ აქვს, რით მივიყვანო არ ვიცი. წიგნებს კი მისცემენ სკოლაში უფასოდ, მაგრამ სხვა ნივთებს ხომ ვერ მისცემენ" - ამბობს ხათუნა შაკიაშვილი.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა