ყურძნით დატვირთული მანქანები უკვე მეორე დღეა რიგში დგანან

ყურძნით დატვირთული მანქანები უკვე მეორე დღეა რიგში დგანან

გურჯაანში, კოტეხის ღვინის ქარხანასთან, სადაც ყურძენს კახური ტრადიციული მეღვინეობა იბარებს, ყურძნით დატვირთული 100-ზე მეტი სატვირთო მანქანა უკვე მეორე დღეა რიგში დგას. საწარმოში ამ დროისთვის ყურძნის მიღების პროცესი შეჩერებულია. როგორც მევენახეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რიგები იმით არის გამოწვეული, რომ ქარხანა გვიანობამდე, გრაფიკის გარეშე მუშაობს და დღის პირველ ნახევარში თანამშრომლები ისვენებენ.

"პატრონი არ გვყვავს, არა. წვენი გასდის, ყურძენი ოხრდება და არ იღებენ. ამბობენ, მარანი ჩვენია და როგორც გვინდა ისე უნდა გავაკეთოთო. დილას 11 საათზე შეწვიტეს მუშაობა და ჩვენ აქ ღამეებს ვათენებთ. 70 თეთრს გვიხდიან, რაც არაფერია, მაგრამ რასაც გვიხდიან ეგ მოგვცენ და ნორმალურად დაცალონ მანქანები. ორი დღე რომ მანქანა აქ იდგება, ის ყურძენი ყურძენიღაა?!",- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მევენახე თემურ ლათიბაშვილმა.

კახეთში რთველი 10 სექტემბერს დაიწყო. ღვინის კომპანიები საფერავის ჯიშის ყურძენს 85 თეთრად, ხოლო რქაწითელს 60-70 თეთრად იბარებენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა