ოჯახური კონფლიქტის გამო ბავშვები სკოლაში ვერ დადიან

ოჯახური კონფლიქტის გამო ბავშვები სკოლაში ვერ დადიან

ოჯახური კონფლიქტის გამო, დები, პირველი და მესამე კლასის მოსწავლეები სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მეურვეობა დედას დაეკისრა. როგორც ბებია ამბობს, ბავშვებს დედასთან ყოფნა არ სურთ, ამიტომ მამასთან ცხოვრობენ. იმისთვის, რომ ბავშვებმა სწავლა-განათლება მიიღონ, დედის თანხმობაა საჭირო.

დღეს გურჯაანში ინციდენტიც მოხდა. ბავშვების ბებია და პაპა გვიყვებიან, რომ რძალმა და მისმა ნათესავებმა ბავშვების წართმევა სცადეს.

"უმანკო ბავშვებს აწიოკებენ. წივიან და კივიან, არ უნდათ დედასთან. ისეთ რამეს ჩავიდენ, ამ ბავშვებსაც დავხოცავ და მეც თავს მოვიკლავ. ვიღაცეები დაგვახვედრა და გვცემეს. დედა ბავშვების უფლებას არღვევს. კი ბატონო, წაიყვანოს, მაგრამ ხელწერილი დაწეროს, რომ იქ დაცულები იქნებიან. ამათ თუ რამე დაემართებათ, გინდ ვყოფილვართ და გინდ არა. სოცმუშაკს ვუთხარით, გაიკითხოს, სად არის დედამისი, არის თუ არა სახლში, რას საქმიანობს. გვეუბნებიან, ჩვენ არ გვეხებაო. ამათ რომ რამე დაემართოთ, ვინ აგებს პასუხს?!"- განაცხადა  ბავშვების ბებიამ მანანა გულიაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა