მევენახეები ყურძნის ჩასაბარებლად რიგში მთელი ღამე დგანან

მევენახეები ყურძნის ჩასაბარებლად რიგში მთელი ღამე დგანან

კახეთში, კოტეხის და ჭანდრის ღვინის ქარხნებთან მევენახეებს ყურძნის ჩასაბარებლად რიგში დგომა თითქმის მთელი ღამის განმავლობაში უწევთ. როგორც მევენახეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, რიგები იმით არის გამოწვეული, რომ ყურძნის ჩაბარება ნაცნობობით ხდება და ღვინის ქარხნების მეპატრონეების ახლობლები ურიგოდ შედიან.

ღვინის კომპანიები საფერავის ჯიშის ყურძენს 85 თეთრად, ხოლო რქაწითელს 60-70 თეთრად იბარებენ. 24 სექტემბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 50 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 21 ათას ტონამდე რქაწითელი, 22 ათას ტონამდე საფერავი, 1,6 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6,2 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა