მაჩხაანის სკოლა დაიწვა

მაჩხაანის სკოლა დაიწვა

ხანძრის შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის შენობა განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებიდან ჭერში გაჩნდა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ სამაშველო ეკიპაჟები მეზობელი რაიონებიდანაც გამოიძახეს.

სკოლაში სასწავლო პროცესის გაგრძელება ვერ ხერხდება. დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მოსწავლეები სხვა შენობებში გადანაწილდებიან.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა