91 წლის მარიამ თანდაშვილმა "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცის

91 წლის მარიამ თანდაშვილმა "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცის

შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" ზეპირად ცოდნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

პოემა ზეპირად იცის კახეთში, სოფელ კარდენახში მცხოვრებმა 91 წლის მარიამ თანდაშვილმა. მან "ვეფხისტყაოსანი" 14 წლის ასაკში ისწავლა და დღემდე ახსოვს.

"კლასში ზოგიერთ სტროფს გვაძლევდნენ საზეპიროდ. მე დავინტერესდი და საზაფხულო არდადეგებზე დავიწყე ზეპირად სწავლა. ზოგჯერ ისეც იყო, რომ სიბნელეში, მთვარის შუქზე მისწავლია", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მარიამ თანდაშვილმა.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა