გორში მანქანა დაწვეს - ეჭვმიტანილი ქალია

გორში მანქანა დაწვეს - ეჭვმიტანილი ქალია

გორში, რესტორან "ბერიკონის" სიახლოვეს ქალმა "ნისანის" მარკის მანქანას ბენზინი გადაასხა და დაწვა. აღნიშნული ფაქტი 20 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა.

გამომძიებლებმა ბენზინგასამართი სადგურების თანამშრომლები იმავე ღამეს დაკითხა, პოლიციელებს აინტერესებდათ, იყიდა თუ არა მათთან უცნობმა ქალბატონმა საწვავი ბალონებით.

პირველადი ვერსიით, სხვისი ქონების დაზიანების ფაქტი პირად ანგარიშსწორებას უკავშირდება. ეჭვმიტანილ ქალს შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია ეძებს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა