სკოლებს - 60 000, ეკლესიას - 100 000 ლარი ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტში

სკოლებს - 60 000, ეკლესიას - 100 000 ლარი ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტში

ქალაქ ზუგდიდის ახალი ბიუჯეტით, საჯარო სკოლების დაფინანსება გასულ წელთან შედარებით 40 ათასი ლარით შემცირდა და ის შეადგენს 60 ათას ლარს. ხოლო ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძრისთვის ასი ათასი ლარი გამოიყო.

პროექტში საჯარო სკოლების დაფინანსების შემცირებას მოქალაქეთა შენიშვნები მოჰყვა.

"ეს თანხა ძალიან მცირეა ქალაქში არსებული 12 სკოლისთვის. ის აუცილებლად უნდა გაიზარდოს", - განაცხადა მე-9 საჯარო სკოლის დირექტორმა თეა გაბელაიამ.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახა ფარცვანიამ კი აღნიშნა, რომ სკოლა არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი დაწესებულება.

"ცოტა რთულია გაიღო თანხები სკოლებისთვის, რომელიც არ გეკუთვნის. ვინაიდან ჩვენი პრიორიტეტი არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაძლიერება, თანხები მივმართეთ ამ მიმართულებით და შევამცირეთ საჯარო სკოლების დაფინანსება. თუ აქამდე ბავშვის კვებაზე თვეში იხარჯებოდა 26 ლარი, მომავალი წლიდან ის 30 ლარი იქნება", - აღნიშნა კახა ფარცვანიამ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა