კალაძე პრემიერთან ურთიერთობაზე: "იყო მცდელობა, შუღლი ჩამოეგდოთ ჩვენს შორის"

კალაძე პრემიერთან ურთიერთობაზე: "იყო მცდელობა, შუღლი ჩამოეგდოთ ჩვენს შორის"

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, მისი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. კალაძის თქმით, მათ შორის არანაირი "შიდა ომი" არ მიმდინარეობს და ის პრემიერთან მეგობრობს.

"არანაირი დაპირისპირება ჩემსა და პრემიერს შორის არ არის. თუმცა, გარკვეულ ძალებს აქვთ იმის სურვილი, რომ ჩვენს შორის იყოს დაპირისპირება. იყო იმის მცდელობა, რომ გარკვეული შუღლი ჩამოეგდოთ ჩვენ მეგობრობას შორის, მაგრამ არ გამოუვიდათ. მე და ირაკლი მეგობრები ვართ. არიან პიროვნებები, როგორც გუნდის შიგნით, ასევე გუნდის გარეთ, ვისაც აქვთ სურვილი იყოს დაძაბულობა, მაგრამ ეს არ გამოუვათ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა