ქუთაისის პოლიციის განყოფილებაში ქალმა პოლიციელებმა იჩხუბეს

ქუთაისის პოლიციის განყოფილებაში ქალმა პოლიციელებმა იჩხუბეს

ქუთაისის პოლიციის #4 განყოფილებაში ქალმა პოლიციელებმა იჩხუბეს. როგორც Topnews.com.ge-ს სამართალდამცველმა ნაილი გამეზარდაშვილმა განუცხადა, ის მისმა კოლეგამ ქეთევან წიკლაურმა საპირფარეშოში ჩაკეტა და თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა.

"მითხრა, შენ ჩემს ზურგს უკან რატომ ლაპარაკობ, რომ მე თითქოს მამაკაც პოლიციელებს ვეპრანჭებიო. უნდა, რომ მე წყობიდან გამოვიდე და სამსახურიდან გამათავისუფლონ. მომხდარზე პოლიციის #4 განყოფილების ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩავაყენე და არ არის გამორიცხული, შსს-ს გენერალურ ინსპექციასაც მივმართო," - აცხადებს ნაილი გამეზარდაშვილი Topnews.com.ge-სთან საუბრისას.

წყარო: Topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა