ქუთაისში ერაყელი სტუდენტები გაქურდეს - მე-6 შემთხვევა ერთი წლის მანძილზე

ქუთაისში ერაყელი სტუდენტები გაქურდეს - მე-6 შემთხვევა ერთი წლის მანძილზე

ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტები გაქურდეს. წაღებულია 2200 დოლარი და 2 ლეპტოპი. შემთხვევა 4 დღის წინ, ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა. ერაყელი სტუდენტების თქმით, ბოლო ერთი წლის მანძილზე ეს მათი გაქურდვის მეექვსე შემთხვევაა. აქედან, მათი თქმით, ჯერჯერობით არცერთი საქმე გამოძიებული არ არის.

ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტებიდან აბდულაჰ ალ - მაშადანი პირველი იყო, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე გაქურდეს. სტუდენტის თქმით, მოპარეს 3 000 დოლარი, აიპადი, გალაქსი, საათი, თეფშები, კოვზები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. აბდულაჰ ალ - მაშადანი ყვება, რომ ქურდობის ფაქტის შემდეგ ბინა შეიცვალა. თუმცა, როგორც აღნიშნავს, ბინის შეცვლით ერაყელი სტუდენტების ცხოვრებაში ქურდობის ფაქტები არ შეჩერებულა. სტუდენტების თქმით, პირველი შემთხვევის მსგავსი 5 დაფიქსირდა. თუმცა, საქმე ყველა შემთხვევაზე გამოუძიებელია.

"როცა პოლიცია გამოვიძახეთ, ისინი მოვიდნენ. ფორმალურად რაღაცეებზე მოგვაწერინეს ხელი და ამით დამთავრდა ყველაფერი. მაგის მერე არ გამოჩენილან საერთოდ და საქმეც, რა თქმა უნდა, არ გამოიძიეს. არადა, 1 წელი გავიდა", - აცხადებს ერაყელი სტუდენტი, აბდულაჰ ალ-მაშადანი.

იხილეთ ვრცლად

kutaisipost.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა