კალანდა გურიაში: როგორ აღნიშნეს ახალი წელი გურულებმა - მადისაღმძვრელი ფოტორეპორაჟი

კალანდა გურიაში: როგორ აღნიშნეს ახალი წელი გურულებმა - მადისაღმძვრელი ფოტორეპორაჟი

აგუნას გადმოძახილი, გურული ჩიჩილაკი, მუცლის სალოცავი, ტრადიციული მეკვლე, მრავალჟამიერი, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ფოლკ-ჯგუფ "სნოს" კონცერტი, დასასრულს კი გრანდიოზული ფოიერვერკი, - ასე შეეგებნენ გურულები ახალი წლის მობრძანებას.

ტრადიციული თეატრალური წარმოდგენა, რომელიც ასახავს, თუ როგორ ხვდებოდნენ წლების წინ გურიაში კალანდას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის ეთნოგრაფიულ სახლ-მუზეუმში გაიმართა. მთავარი მოქმედი პირი, მეკვლე 75 წლის გურამ ღლონტი იყო. ის ანსამბლ "იადონის" წევრია და ხშირად უწევს ამ საპასუხისმგებლო როლის მორგება.

"ყველაფერი მეკვლეზე არის დამოკიდებული. როდესაც ოჯახში შედის, აუცილებლად უნდა თქვას, "მასპინძელი, გამიღე კარი, ლხინი, სიკეთე მოვიტანე. მეკვლე კალანდა დღეს ოჯახში შესვლისას თითოეულ წევრს უსურვებდა გამრავლებას, მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიძლიერეს, ეკონომიურ გაძლიერებას და ქვეყნის აღმავლობას ყველაფერთან ერთად", - აგვიხსნა გურულების მეკვლემ.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური, ა(ა)ი.პ. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი" და ა(ა)ი.პ. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება."

ლაშა გურული

AMBEBI.GE

იხილეთ ფოტოგალერეა

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა