ხანძრის შედეგად 11-სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

ხანძრის შედეგად 11-სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

17 იანვარს გორში, მეჯრისხევის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შდეგად 11-სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. გალუსტაშვილების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი საღამოს შვიდი საათისთვის გაუჩნდა. ცეცხლის გაჩენის შესახებ მეზობელმა მათ მაშინ აცნობა, როდესაც ოჯახის წევრები სერიალს უყურებდნენ.

დაზარალებულების თქმით, ცეცხლი შესაძლოა, ელექტროგაყვანილობის სადენებიდან გაჩნდა.

დამწვარია საცხოვრებელი სახლის 3 ოთახი და 11 ადამიანს ერთი მცირე ოთახიღა დარჩა.

წყარო: qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა