აჭარის მთავრობის სახლთან "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია "არ გადამრგო" გამართა

აჭარის მთავრობის სახლთან "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია "არ გადამრგო" გამართა

აჭარის მთავრობის სახლთან "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია "არ გადამრგო" გამართა. პარტიის წევრებმა ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვა გააროტესტეს.

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ ხეებს პლაკატები წარწერებით "არ გადამრგო" ჩამოჰკიდეს. როგორც პარტიის ადგილობრივმა წარმომადგენელმა გელა დეკანაძემ განაცხადა, თითოეულმა ადგილობრივმა უნდა დაიცვას ასწლოვანი ხეები განადგურებისგან.

"დაიწყო ბულვარის დამახინჯებით და გრძელდება ასწლოვანი ხეების გადარგვით. ყველა ლამაზი ხე ბათუმში პოტენციურად ბიძინა ივანიშვილისთვის მიმზიდველია. შესაძლებელია, დღეს ეს ხეები უკანასკნელად ვნახოთ, ხვალ კი ბიძინა ივანიშვილის მამულში იქნება გადატანილი. დავიცვათ ხეები, დავდგეთ თითოეულ ხესთან და ასე გავაპროტესტოთ ვანდალიზმი", - აღნიშნა გელა დეკანაძემ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ციხისძირში კარვებიც გაშალეს და მორიგეობაც დააწესეს. მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ხეების გადატანის უფლებას არ მისცემენ.

კომპანია "ზიმოს" ერთი ასწლოვანი ტიტა და ჭაობის 2 კვიპარისი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გადააქვს. ოფიციალური ინფორმაციით, შეკვეთილში ეროვნული პარკი მოეწყობა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩატანილი ეგზოტიკური მცენარეები განთავსდება.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა