გორში 8 მარტს ბიჭმა გოგო ხალხის თვალწინ სცემა - პოლიცია მოძალადე ახალგაზრდას ეძებს

გორში 8 მარტს ბიჭმა გოგო ხალხის თვალწინ სცემა - პოლიცია მოძალადე ახალგაზრდას ეძებს

გორის პოლიცია იმ ახალგაზრდა მამაკაცს ვერ პოულობს, რომელმაც 8 მარტს, საღამოს საათებში გოგონა უამრავი ადამიანის თვალწინ ცემა. აღნიშნული ფაქტი qartli.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პოლიციაში მაღაზიის გამყიდველმა დარეკა, რომელიც გარეთ ხმაურზე გავიდა და ვაჟს გოგოს მიმართ პატივისცემისკენ მოუწოდა. "წადი, შენიც დედაც..." - ასე უპასუხა მაღაზიის გამყიდველს ბიჭმა და გოგოს ცემა გააგრძელა. გოგოს ვაჟი გამეტებით ურტყამდა და უცნობ მამაკაცთან მიწერილი ტექსტური შეტყობინების გამო აგინებდა.

გოგონას რამდენიმე გამვლელი მამაკაცი მიეხმარა და სიტუაცია განიმუხტა. ცოტა ხანში ვაჟმა და გოგომ გზა ხელგადახვეულებმა გააგრძელეს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა