"წუთით წარმოიდგინონ, რომ მეზობლებში სძინავთ" - ღია ცის ქვეშ დარჩენილი 10-სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

"წუთით წარმოიდგინონ, რომ მეზობლებში სძინავთ" - ღია ცის ქვეშ დარჩენილი 10-სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

დეკემბერში მოსულმა თოვლმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მესხის ქუჩაზე მცხოვრები ხაჩიძეების 10 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა. ოჯახის დიასახლისის მაია ხაჩიძის თქმით, თოვლის საფარი იმდენად დიდი იყო, რომ სახლის სახურავზე თოვლის გადასაყრელად ასულ ბიჭებს ჭერმა ვეღარ გაუძლო და ჩამოინგრა.

სტიქიის შემდეგ ორი თვე გავიდა. ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. როგორც ოჯახის დიასახლისი მაია ხაჩიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, ხელისუფლების დაპირებიდან უკვე ორი თვე გავიდა, ამასობაში კი წვიმებისგან სახლს, ჭერთან ერთად, ყველა კედელი ჩამოენგრა.

"ბიჭები ზღვის სეზონზე მაშველებად მუშაობენ, სეზონი კი იცით 3 თვეა, დანაჩენ 9 თვეს უმუშევრები არიან, ფიზიკური სამუშაოც არ არის, რომ იმუშაო და თავი გაიტანო. არც ყოველდღიური სამუშაო არ არის, რომ პურის ფული იშოვო. ორი შვილი სკოლის მოსწავლე მყავს. ქვეყანაში საყოველთაო უმუშევრობაა, სექტემბრიდან უკვე თავის გატანაზე ფიქრი გვკლავს. არანაირი შემოსავალი არ არის ურეკში. უვე მეორე თვეა, ტყუილში გვამყოფებენ, სახლის დათოვლაც ვერ მოვახერხეთ. თოვლის საფარი იმდენად დიდი იყო, რომ საშიში გახდა სახლის სახურავზე ასვლა, მეზობლის ბიჭები კიდეც ჩავარდნენ, მაგრამ გადარჩნენ. უკვე რამდენი ხანია გაუსაძლის მდგომარეობაში ვიმყოფებით" - ამბობს მაია ხაჩიძე.

ოჯახის წევრების თქმით, ერთ-ერთი ვაჟი მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ქირით ცხოვრობს. მას ადგილობრივი ხელისუფლება ერთ ოთახში 100 ლარს უხდის, თუმცა, რძლის თამარ ოროველაშვილის განმარტებით, ესეც დროებითია. მეორე შვილი თავის მეუღლესთან ერთად მეზობლებს ჰყავს შეფარებული ღამის გასათევად. ოჯახის დანარჩენი წევრები კი ერთ პატარა სახლში ცხოვრობენ.

"წუთით წარმოიდგინონ, რომ თავად არიან ასე, რომ მეზობლებთან სძინავთ. წარმოიდგინონ, რომ მათი პირადი ნივთები მეზობლებში აქვთ გადატანილი. მათ გამოსცადონ ერთი დღე თავიანთ თავზე და მერე მივხვდებიან ადამიანების გასაჭირს. ისე მტკვინეულად ვერ გაიგებენ, თუ თავიანთ თავზე არ გამოცდიან. ეს უყურადღებობაა, მოუყრუეს ამ საკითხს. რამდენჯერაც გაწვიმდება, ვზივართ და ვტირივართ. სულ ჩამოგვენგრა თავზე მთელი სახლი. საარსებო მინიმუმი გვაქვს, საჭმელს, პურის ფულს ხომ არ ვითხოვთ? ჩვენ ვცოცხლობთ, სულ ესაა. მოვა არჩევნები, მხოლოდ ჩვენი ოჯახიდან 7 ამომრჩეველი ვართ, ნახონ რა ძნელი იქნება" - ამბობს ოჯახის წვერი ლია ნათენაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა