25 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაში თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ

25 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაში თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ

ახმეტაში მცხოვრები 25 წლის მამუკა სალთხუციშვილის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები და მეგობრები თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.

"მამუკა და მისი ძმა მარტო ცხოვრობდნენ, დედა გარდაცვლილი ჰყავთ. მამუკა მარტო ყოფილა სახლში, ძლიერი თავის ტკივილი ჰქონია და ორჯერ გამოუძახია სასწრაფო. შემდეგ ღამით მე დამირეკა ცუდად ვარო. ახმეტის საავადმყოფოში გადავიყვანეთ, გადასხმები გაუკეთეს, 2 საათი იყო იქ და დაახლოებით ღამის 3-4 საათი იქნებოდა, თელავში რომ წაიყვანეს. იქ თავზე ტომოგრაფია არ გადაუღეს, პირდაპირ გადასხმები გაუკეთეს, ვირუსი აქვსო. მამუკაც ეუბნებოდა და მისი ძმაც, რომ აღარ იყო საჭირო გადასხმა, მაგრამ ექიმმა უთხრა, ექიმი მე ვარ და უკეთ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რამდენიმე საათში გავწერთო. მამუკას უთქვამს, მაინც ძალიან მტკივა თავიო, მაგრამ ექიმმა უთხრა, ნუ იტყუები, ასეთი ძლიერი წამლები გაგიკეთეთ, აღარ გეტკიებაო. მამუკას ძმას უნდოდა თბილისში წაეყვანა, მაგრამ ექიმმა უპასუხა, რომ საამისო არაფერი სჭირდა. სანამ გონება არ დაკარგა, მანამდე არ მისცეს უფლება თბილისში გადაეყვანათ. როცა მიჰყავდათ, მამუკას ძმამ იკითხა, რატომ არ არის გონზეო, უპასუხეს, დავაძინეთ, რომ კარგად იმგზავროსო. თბილისში რომ ჩაიყვანეს ექიმმა თქვა, რომ კომაში იყო. არაფერი არ სჭირდა საამისო, ნორმალური მკურნალობის შემთხვევაში 99%-ით გადარჩებოდაო", - განუცხადა  გარდაცვლილის მეგობარმა ნინო შათირიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა