ახმეტის გამგებელმა თავის მოადგილეს ვენახის ყიდვა ბიუჯეტიდან დაუფინანსა

ახმეტის გამგებელმა თავის მოადგილეს ვენახის ყიდვა ბიუჯეტიდან დაუფინანსა

ახმეტის გამგებლის მოადგილედ დავით ფოცხვერიშვილი 2015 წლის თებერვალში დაინიშნა. თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ რაღაც თვენახევრის შემდეგ, ის გამგეობის ყველა სხვა მოსამსახურისგან გამორჩეულად წახალისდა - გამგებლის 2015 წლის 3 აპრილის №443 ბრძანებით, მან ხელფასის სრული ოდენობით დანამატი მიიღო, ხოლო სამი დღის შემდეგ - 6 აპრილის №444 ბრძანებით - ასევე ხელფასის ოდენობის პრემია, რამაც, ხელფასთან ერთად, საბოლოო ჯამში 3900 ლარი შეადგინა. საინფორმაციო ცენტრების ქსელმა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ფოცხვერიშვილს იმ პერიოდში ვენახის ყიდვა უნდოდა და საკმარისი თანხა არ ჰქონდა, ამიტომ გამგებელმა "მეგობრული" დახმარება ბიუჯეტიდან აღმოუჩინა.

დავით ფოცხვერიშვილი წლების განმავლობაში კერძო მესაქონლეობას მისდევდა, პერიოდულად მუშაობდა ხე-ტყის გადამამუშავებელ კერძო საამქროებშიც. საჯარო სამსახურში ის პარლამენტის მაჟორიტარი წევრის, ზურაბ ზვიადაურის წყალობით მოხვდა, რომელმაც 2013 წლის დასაწყისში დეპუტატის ბიუროს უფროსად დანიშნა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა