გორში 97 წლის ქალის გაუპატიურება სცადეს - მოხუცს ექსპერტიზა უტარდება

გორში 97 წლის ქალის გაუპატიურება სცადეს - მოხუცს ექსპერტიზა უტარდება

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 97 წლის ქალზე ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მოხუცის ახლობლებმა უამბეს. მოხუცს სახლში მომვლელი ჰყავდა, რომელიც ძალადობის ფაქტს შეესწრო, ხოლო მოძალადე მამაკაცი სახლიდან გააგდო.

სხვადასხვა სააგენტოების გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს იყო გაუპატიურების მცდელობა. ამჟამად, მოხუცს ექსპერტიზა უტარდება. ქალბატონზე ფიზიკური ძალადობის ნიშნები დაფიქსირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურით ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა