ხანუმ ჯეირანოვას მეუღლე სააპელაციო სასამართლომ 7 წლით პატიმრობაში დატოვა

ხანუმ ჯეირანოვას მეუღლე სააპელაციო სასამართლომ 7 წლით პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა სიღნაღის სასამართლოს განაჩენი, რომლითაც სოფელ იორმუღანლოში გარდაცვლილი 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას მეუღლეს, აჯი გასანოვს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა.

"უსამართლო, დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენი რომ იყო, ამიტომ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ აქ ასჯერ მეტი უკანონობა მოხდა. ისეთი გულისყურით გვისმენდნენ სასამართლო პროცესებზე, გვეგონა შედეგი იქნებოდა, მაგრამ როგორც გაირკვა, საქართველოში კანონი არ არსებობს. უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას აზრი არ აქვს, ალბათ წარმოებაშიც კი არ მიიღებს საქმეს. მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმედი გვაქვს, იქ იციან ამ საქმის შესახებ და ვაპირებთ შეწყალებისთვის მივმართოთ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გასანოვის ადვოკატმა მზია სიჭინავამ.

წაიკითხეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა