"პირველი მაისიდან ღია ცის ქვეშ ვრჩებით" - 5 სულიანი ოჯახი თავშესაფარს ითხოვს

"პირველი მაისიდან ღია ცის ქვეშ ვრჩებით" - 5 სულიანი ოჯახი თავშესაფარს ითხოვს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში მცხოვრები ელზა კვაჭანტირაძე სასწრაფოდ დახმარებას ითხოვს. როგორც ქალბატონი აცხადებს, 5 სულიანი ოჯახი 3 თვის პატარასთან ერთად ღია ცის ქვეშ რჩება და თუ დახმარებას დროულად არ აღმოუჩენენ, აღდგომას ღია ცის ქვეშ შეხვდებიან.

"1 მაისამდე გვაქვს ვადა, მერე სახლი უნდა დავცალოთ, სად წავიდეთ? ჩვენი სახლი მთლიანად ნანგრევებადაა ქცეული. ახლა სხვის სახლა ვაფარებთ თავს. 3 წელია იქ ვცხოვრობთ. ოჯახის უფროსმა დიდი პატივი გვცა, მაგრამ ახლა მეპატრონეს სახლში დაბრუნება უნდა. ისიც მართალია. რა ქნას, თბილისში ცხოვრობს, ზაფხულში რომ ჩამოდიოდა ოჯახთან ერთად ცოლ-შვილი დასთან მიჰყავდა" - ამბობს ელზა კვაჭანტირაძე.

კვაჭანტირაძე გუბერნატორსაც შეხვდა და ამბობს, რომ გუბერნატორი გეოლოგების დასკვას ელოდება. ქუთაისელი გეოლოგები კი აცანაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ:

"ყველა ამბობს, რომ სახლი უპატრონობით დამენგრა. ყველას ეს სიტყვა აქვს აჩემებული. რას ქვია უპატრონობით. სახლს ვინ დაანგრევს დღეს?", - აცხადებს ელზა კვაჭანტირაძე.

იხილეთ ვრცლად

"გურიის მოამბე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა