ზუგდიდელი მწარმოებლები თხილის ფასის ვარდნას აპროტესტებენ

ზუგდიდელი მწარმოებლები თხილის ფასის ვარდნას აპროტესტებენ

ზუგდიდში, გუბერნიის შენობასთან დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა. ისინი თხილის ფასის ვარდნას აპროტესტებენ და არსებულ სიტუაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას უკავშირებენ. ისინი მთავრობისგან თხილის ღირებულების დარეგულირებას ითხოვენ.

აქციაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იმყოფებოდნენ. საკრებულოს წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, ის მოსახლეობის თხოვნით მოვიდა და ვალდებული იყო მათ გვერდით მდგარიყო.

"ისინი ახალს არაფერს არ ამბობენ, ის ბრალდებები რაც მათ აქვთ, იცის მთელმა სამეგრელომ. გუბერნატორი შონია დათო შენგელიასთან ერთად ჩართულია თხილის ბიზნესში, ის ავიწროვებს მეწარმეებს, თხილის ქარხნის მეპატრონეებს და აკონტროლებს თხილის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოტანას, არსებობს ამის საფუძველი და ფაქტები, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას დაინტერესებულიყო ამ ფაქტით", - განაცხადა ანი წითლიძემ.

წაიკითხეთ ვრცლად და იხილეთ ვიდეო radioatinati.ge-ზე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა