მტკვარმა ახალციხეში ქალის ცხედარი გამორიყა

მტკვარმა ახალციხეში ქალის ცხედარი გამორიყა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიასთან, მშენებარე ჰესთან, ადგილობრივებმა მდინარე მტკვარიდან გამორიყული შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარდაცვლილი სოფელ წნისის მცხოვრებია, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"დილით გარეკა ნახირი და შემდეგ სოფელ წნისის ხიდიდან მდინარეში გადახტა", - ამბობს კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ვლადიმერ კურტანიძე.

მისი თქმით, წნისის მცხოვრებლები შემთხვევას შეესწრნენ, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ცხედარს ადგილობრივები და სამაშველო სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

წაიკითხეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა